სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

10:39 | 27.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ლეიკერსმა“ 27-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და „მავერიქსი“ დაამარცხა

პლეიოფისთვის მებრძოლი ლეიკერსი ყველაფერს აკეთებს მიმდინარე სეზონის მიზნის მისაღწევად. კალიფორნიელებმა ამჯერად „დალას მავერიქსის“ წინააღმდეგ 27-ქულიანი ქამბექი შეასრულეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.



„ამერიკან ეარლაინს ცენტრში“ „დალას მავერიქსი“ „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ დაუპირისპირდა და მეორე პერიოდის შემდგომ თითქმის გადაწყვეტილიც იყო ის, რომ მეტოქეს მარტივად დაამარცხებდა, თუმცა საბოლოოდ, ლებრონმა, დევისმა და კამპანიამ ბოლომდე იბრძოლეს და მეტოქე 111:108 მაინც დაამარცხეს.

„ლეიკერსმა“ თამაში საშინლად დაიწყო და მეორე პერიოდის სტარტზევე დალასის უპირატესობამ 27 ქულას მიაღწია, როდესაც ანგარიში 48:21 იყო. კალიფორნიელებმა მოახერხეს გონზე მოსვლა და ტაიმის ბოლოსთვის ჩამორჩენა გაანახევრეს, მეოთხე პერიოდში კი 10:9-ის შემდეგ პირველად მოახერხეს წინ გასვლა და გამარჯვების მოპოვება.

შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა ენტონი დევისმა, რომელმაც თავი 30 ქულითა და 15 მოხსნით გამოიჩინა. კარგი იყო ლებრონ ჯეიმსიც - მის ანგარიშზე 26 ქულაა.

„დალას მავერიქსის“ რიგებში ტრადიციულად გამორჩეული ლუკა დონჩიჩი იყო. მას 26 ქულა ჰქონდა. ურიგო არ ყოფილა კაირი ირვინგიც, რომელმაც მატჩი 21 ქულით დაასრულა.

„ლეიკერსისთვის“ ეს გამარჯვება 29-ე იყო 32 მარცხის წინააღმდეგ, რითაც დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს გუნდი. „მავერიქსი“ 32-30_ზე მაჩვენებლით მეექვსეა.

მომდევნო მატჩს კალიფორნიელები 1 მარტს, „მემფის გრიზლსის“, ტექსასელები კი „ინდიანა პეისერსის“ წინააღმდეგ გამართავენ.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.141036