ფეხბურთი

4:46 | 27.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "კვარაცხელია მაგარია, თუმცა "ნაპოლის" ძალა გუნდურობაშია"

„მილანის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა. ვეტერანი შვედი ფეხბურთელის განცხადებით, კვარაცხელია ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, ხოლო წელს ყველაფერი „ნაპოლის“ ჩემპიონობისკენ მიდის.

„მომწონს კვარაცხელია, ძლიერი ფეხბურთელია. ვიქტორ ოსიმენიც შესანიშნავი თავდამსხმელია. საიდუმლო არ არის, რომ „ნაპოლი“ კარგად თამაშობს. ეს ჩანს შედეგებიდან, სერია A-ს სატურნირო ცხრილში და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობაში, „ნაპოლის“ დროა.

თუ კვარა და ოსიმენი ასე კარგად თამაშობენ, ეს გუნდის დამსახურებაცაა, რადგან განსხვავებას არ ქმნის ინდივიდუალური ხარისხი, არამედ ყოველთვის კოლექტიური თამაში. ლუჩანო სპალეტი ძლიერი მწვრთნელია, სკუდეტო ჯერ არ მოუგია, მაგრამ წელს ყველაფერი „ნაპოლის“ გამარჯვებისკენ მიდის“, - თქვა ზლატანმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 65 ქულით ლიდერობს, უახლოეს მდევრებს, „ინტერსა“ და „მილანს“ 18-18 ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110649