კალათბურთი

2:11 | 27.02.2023 | ნანახია 1736 - ჯერ

თორნიკე შენგელია: "რთულია ამ გრძნობის სიტყვებით გადმოცემა"

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ძალიან ემოციური თამაში გამოდგა, რომელშიც ყოველი წამი და ყოველი ქულა გარდამტეხი იყო.

„ძალიან ემოციური თამაში იყო ყველა მოთამაშისთვის, ვინც ეროვნულ ნაკრებშია. რთულია სიტყვებით გადმოცემა ამ გრძნობის, ბედნიერები ვართ, კალათბურთელები, სამწვრთნელო შტაბი, მთელი ქვეყანა. გვინდოდა ამ შედეგისთვის მიგვეღწია, რომ ხალხი გაგვეხარებინა. მძიმე თამაში იყო, რადგან ისლანდიამ შესანიშნავად ითამაშა. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვქონდა მჯეროდა, რომ მიზანს მივაღწევდით. თამაშის ყოველი წამი, ყოველი ქულა გარდამტეხი იყო, აბსოლუტურად ყველაფერი, მთელი 40 წუთის განმავლობაში დაძაბული თამაში გამოვიდა“, - თქვა შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა. მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარე წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებში ჩატარდება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:38 | 27.02.2023
qomagi (1575)

მადლობა ღმერთს, რომ გავედით მაინც ასე ტანჯვა-წვალებით, მაგრამ ასეთი მზე თამაშით ან ასეთი ფარჩაკი ნაკრებით მსოფლიოზე საერთოდ რა გვინდა? თოკოს და შერმადინის გამო მინდოდა, რომ გავსულიყავით, თორემ არანაირად არ ვიმსახურებდით. მთელი ნაკრები არის 3,5 კაცი: თოკო, შერმადინი, მაკფადენი დიდი ხანია ნახევარია უკვე და დანარჩენი ყველა ერთად რომ გადაადნო 1 ნორმალური კალათბურთელი შეიძლება გამოვიდეს. 1, 2 და 3 ნომერი რომ 3 ქულიანს ვერ ისვრის, ფარქვეშ ვერ შედის რა უნდა საერთოდ ნაკრებში? ან ამდენი მოხსნა საკუთარ ფარზე დაუთმო მეტოქეს, ან საერთოდ რა დაცვას თამაშობს ნაკრები? გუნდი რომ მთელი თამაშის განმავლობაში 1 სწრაფ შეტევას ვერ გააკეთებს, რაღა უნდა თქვა. ზუროსს კიდევ მზა სიას უდებენ წინ ვინ პენსიონერი და ტურისტი უნდა გამოიძახოს გუნდში. ბიჭო, რომ ხედავ, რომ 12 კაციდან 3 თამაშობს კალათბურთს და დანარჩენი ეზოს დონეზე გყავს, მოიძიე რა ახალი ბიჭები. ევროპის დაბალ ლიგებში და ამერიკის სტუდენტურ ლიგებსი ხომ გვყავს რამდენიმე ბიჭი. ამათზე ცუდად ხომ არ ითამაშებენ მინიმუმ. მაგრამ ბოისას რომ მწვრთნელის ასისტენტად დანიშნავენ, უკვე გასაგებია ყველაფერი. ისევ ძმაკაცობა და ახლობლობა გრძელდება და ამით ისევ გუნდი და ქვეყანა ზარალდება.

12:09 | 27.02.2023
გუსანი (746)

კი თოკომ, გიორგიმ და ნაწილობრივ თედმაც დაიმსახურეს, სხვებმა?! ერთი გახუნებული, ნაჩუქარი ბილეთით ჯეკპოტის მოგებას გავს,იგივე ზუროსისთვის, სრული უუნარობა, ვინც არ არის ჩახედული ნუ შემეკამათებით , დანარჩენს ყურადღებით მოგისმენთ, თუგინდ ბოლო წამების ანალიზში, რატომ აიკიდა მოსალოდნელი ჯარიმა თოკომ? რა სხვებზე უკეთ ისვრის საჯარიმოებს? ზუროსმა რა გეგმა დახაზა თუ საერთოდ დახაზა? ვისზე უნდა დაჯარიმებულიყო მეტოქე?რატომ შემოვიტანეთ ბურთი თოკოზე? და ისედაც კითხვის ქვეშ მდგარი თამაში კიდევ უფრო გაურკვეველი გავხადეთ? პასუხი და განსჯა ხომ საჭიროა? ეს და სხვა , წინა თამაშებშიც , ბევრი არგუმენტია მწვრთნელის უსუსურობის დასამტკიცებლად. ფედერაციის კომპეტენციის საკითხიც მწვავეა, კი გაძლედება მოკლე დროში ალტერნატივის მოძებნა, წესით კი უნდა ქონოდათ ნაფიქრალი და შერჩეული....

20:39 | 27.02.2023
valeri8848 (2622)


დიდი კალათბურთის პროფესორი და ექსპერტი არ ვარ მაგრამ ამ ბოლო დროს ჩვენი კალათბურთი სულ ბეწვის ხიდზე დაიარება როდემდე უნდა ვიყოთ ბეწვის იმედათ არ ვიცი, მსოფლიოზედაც ბეწვის იმედათ უნდა ვიყოთ????????

21:40 | 27.02.2023
qomagi (1575)

მსოფლიოზე დაგვახვევინებენ ჯგუფური ეტაპიდანვე და მერე დაიწყება, არა უშავს, მთავარია რომ გავედით და გამოუცდლობის გამო წავაგეთო და ასეთი მზეობები, წავა გამართლებები მედიის მხრიდანაც, იმის მაგივრად, რომ როცა საჭიროა ჯანსაღი კრიტიკა გამოთქვან და არა ეს ლაქუცი და შემეტენეობა

0.115839