ფეხბურთი

1:56 | 27.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მილანმა“ „ატალანტა“ დაამარცხა და „ინტერს“ დაეწია. ზლატანი დაბრუნდა

იტალიის სერია A-ს 24-ე ტურის გვიან მატჩში, „მილანმა“ „ატალანტას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

შეხვედრის 25-ე წუთზე ბერგამოელთა გუნდის მეკარემ, ხუან მუსომ, ბურთი საკუთარი კარის ბადეში გაგზავნა. შეხვედრის მიწურულს კი საბოლოო ანგარიში ჟუნიორ მესიასმა დააფიქსირა - 2:0.

74-ე წუთზე "როსონერის" შემადგენლობაში 280-დღიანი პაუზის შემდეგ, პირველად გამოჩნდა ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

„მილანმა" 47 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მთავარ მეტოქეს - „ინტერს" დაეწია. „ატალანტას“ კვლავ 41 ქულა აქვს, ჯან პიერო გასპერინის გუნდი მეექვსე ადგილზეა.

მომდევნო ტურში „მილანი“ სტუმრად „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება, „ატალანტა“ კი „უდინეზეს“ უმასპინძლებს.

სერია A-ს სათავეში ხვიჩა კვარცხელიას „ნაპოლია“, რომელიც უშუალო მდევრებს - „ინტერსა“ და „მილანს“ 18 ქულით უსწრებს.

0.13532