სხვა

1:07 | 27.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

დუპლანტისმა ჭოკით ხტომაში მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა

შვედმა ათლეტმა არმანდ დუპლანტისმა, ჭოკით ხტომაში კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა - მსოფლიო მძლეოსნობის დახურული დარბაზების ვერცხლის შეხვედრაზე, რომელიც საფრანგეთის კლერმონ-ფერანში ჩატარდა, ის 6.22 მეტრზე დადებულ თამასას გადაევლო და ძველი რეკორდი, რომელიც მასვე ეკუთვნოდა, ერთი სანტიმეტრით გააუმჯობესა.

მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესების პირველი ორი მცდელობისას, 23 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა თამასა ჩამოაგდო. მაგრამ მესამე ცდაზე, მას მნიშვნელოვნად მაღლა გადაევლო, რითაც მაყურებლის აღტაცება გამოიწვია.

დუპლანტისმა პირველივე ცდაზე 6.01 მეტრზე გადახტომა შეძლო და ტურნირზე გამარჯვება ამით გაინაღდა. შემდეგ კი მიზანში რეკორდი ამოიღო. მეორე ადგილი ავსტრალიელმა კერტის მარშალმა (5.91 მეტრი) დაიკავა, მესამეზე კი ჰოლანდიელი მენო ფლოონი გავიდა.

დუპლანტისმა წინა რეკორდი აშშ-ის ქალაქ იუჯინში, მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზე ასპარეზობისას დაამყარა. ამგვარად, მის მიერ, კარიერაში დამყარებული რეკორდების რიცხვი ექვსამდ გაიზარდა. სულ კი ის 6.00 მეტრზე მაღლა უკვე 60-ჯერ გადახტა.

0.114802