„ბაიერნი“ პირველი გუნდი გახდა, ევროპის უძლიერესი ხუთი ჩემპიონატის მონაწილეებს შორის, რომელმაც ამ სეზონში ყველა ტურნირზე ასი გოლის გატანა მოახერხა - გვამცნობს სტატისტიკური პორტალი Opta.
ამ წუთებში „რეკორდმაისტერი“ ბუნდესლიგის 22-ე ტურის მატჩში ბერლინის „უნიონს" ხვდება და პირველი ტაიმის შემდეგ 3:0 უგებს. ერიკ ჩუპო-მოტინგის 31-ე წუთზე გატანილი ბურთი სეზონის საიუბილეო გოლი გამოდგა.
თუ იულიან ნაგელსმანის შეგირდები მატჩს გამარჯვებამდე მიიყვანენ, 46 ქულას მოაგროვევბენ, სატურნირო ცხრილში დორტმუნდის „ბორუსიას“ გაუთანაბრდებიან და დამატებითი მაჩვენებლებით გალიდერდებიან კიდეც.