21:22 | 26.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

პოტერი: „პირველი 20 წუთის განმავლობაში საუკეთესოები ვიყავით“

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, გრემ პოტერმა, ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურის მატჩში „ტოტენჰემთან“ მარცხის შემდეგ (0:2). ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.

„ძალიან დაძაბული თამაში გამოვიდა. პირველი 20 წუთის განმავლობაში საუკეთესოები ვიყავით. შემდეგ მეტოქემ გვაჯობა. ზოგადად, ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვართ. თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში ყველაფერი გართულდა. ეს ჩვენთვის გულდასაწყვეტი მარცხი გახლდათ.

პირველი გაშვებული გოლი ხაზს უსვამს იმ პრობლერმას, რომელშიც ახლა ვართ. ბურთის დროულად მოპოვება და შემდეგ შენარჩუნება ვეღარ მოვახერხეთ.“ - ციტირებს პოტერის სიტყვებს BBC.

0.11728