„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „კრისტალ პალასთან“ (0:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან თქვა, რომ რთული სეზონის მიუხედავად ისინი ბოლომდე იბრძოლებენ.
„ფეხბურთელების თვალებში დავინახე, რომ თითქოს მატჩი წააგეს, მაგრამ ეს ასე არ არის. გვესმის, რომ ეს სეზონი არ იქნება ისეთი, რომელზეც წიგნები დაიწერება ან ფილმებს გადაიღებენ, მაგრამ მაინც ბოლომდე უნდა ვითამაშოთ და ამას გავაკეთებთ“, - თქვა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ პრემიერლიგაში 36 ქულით მეშვიდე ადგილზეა, თუმცა სხვა გუნდებთან შედარებით ნაკლები მატჩები აქვს ჩატარებული და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად ბრძოლის რეალური შანსი ისევ აქვს.