ფეხბურთი

13:23 | 26.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "ჩემპიონობისთვის ბრძოლა უფრო რთული გახდა"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ატლეტიკოსთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ჩემპიონობისთვის ბრძოლა კიდევ უფრო რთული გახდა.

„ლა ლიგაში ჩემპიონობისთვის ბრძოლა არ მთავრდება, მაგრამ კიდევ უფრო რთული გახდა, ვიდრე იყო. ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვნახოთ, რა იქნება ამის შემდეგ. ალვარო როდრიგესი პირველ გუნდში იქნება, ისეთი თვისებები აქვს, რაც ცოტა ფეხბურთელს აქვს. კარგად ფლობს ბურთს, თავით კარგად თამაშობს. ამ სეზონში შეიძლება ჩვენთან ერთად იყოს ან კასტილიაში რაულთან, როგორმე შევთანხმდებით“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ ლიდერ „ბარსელონას“ 7 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. „სამეფო კლუბი“ „ატლეტიკოსთან“ მარცხს 18 წლის ალვარო როდრიგესმა გადაარჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124159