„ემპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა პაოლო ძანეტიმ „ნაპოლისთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ლუჩანო სპალეტის გუნდის წინააღმდეგ თამაში ამჟამად შეუძლებელი მისიაა.
„შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ევროპა ლიგის გამარჯვებული გუნდი სასაცილო ვითარებაში ჩააგდო. ნამდვილად ძალიან რთული იყო „ნაპოლისთან“ თამაში. ამ გუნდთან თამაში ახლა პრაქტიკულად შეუძლებელია. გოლები შეცდომების შედეგად გავუშვით, ძალიან ახალგაზრდული გუნდი გვყავს, მაგრამ შეგვიძლია ასეთი მატჩებისგან რაღაც ვისწავლოთ“, - თქვა ძანეტიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ „ემპოლი“ 2:0 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი ორივე გოლში მიიღო აქტიური მონაწილეობა.