ფეხბურთი

11:00 | 26.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკოს" ირონიული პოსტი "რეალზე": "ბერნაბეუზე" ახალი არაფერია"

მადრიდის „ატლეტიკოს“ წარმომადგენლები „რეალთან“ მსაჯების გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩნენ, რაც საჯაროდაც გამოხატეს.

„როხიბლანკოს“ სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა პოსტი: „არაფერი ახალი "ბერნაბეუზე“.

მატჩის შემდეგ, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა, იან ობლაკმა თქვა, რომ მომდევნო დერბიში მოედანზე 10 ფეხბურთელით გავლენ:

„მომენტი განმეორებით ყველამ ნახა და ყველას თავისი აზრი გაუჩნდა. ბოლო ხუთ დერბიში მინიმუმ ერთი წითელი მივიღეთ, ამიტომ შესაძლოა, შემდეგში პირდაპირთ ერთით ნაკლებით დავიწყოთ“, - თქვა ობლაკმა.

შეგახსენებთ, „ატლეტიკოს“ 64-ე წუთზე ანხელ კორეა გაუძევეს, დიეგო სიმეონეს გუნდი იგებდა, მაგრამ ბოლოს გოლი გაუშვა და ფრეს დასჯერდა. „რეალი“ 52 ქულით მეორე ადგილზეა და წინ „ბეტისთან“ მატჩი ელოდება, ხოლო „ატლეტიკოს“ 42 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „სევილიას“ უმასპინძლებს.

0.115853