ფეხბურთი

0:45 | 26.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძის მორიგი გოლი საფრანგეთში და ბომბარდირებში ლიდერის პოზიცია

საფრანგეთის ლიგა 2-ის 25-ე ტურში „მეცმა“ „ნიმი“ 2:0 დაამარცხა, გიორგი მიქაუტაძემ კი გოლი გაიტანა.

ქართველმა თავდამსხმელმა ანგარიში 29-ე წუთზე გახსნა და თავისი გუნდის გამარჯვებას საფუძველი ჩაუყარა. გიორგიმ 93-ე წუთამდე ითამაშა.

მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 12 გოლი და 5 საგოლე პასია, რითაც ბომბარდირთა დავაში ლიდერობას, „სენტ ეტიენის“ ფეხბურთელ ჟან-ფილიპ კრასოსთან ერთად იყოფს. გარდა ამისა, მიქაუტაძეს ერთი გოლი საფრანგეთის თასზეც აქვს გატანილი.

„მეცი“ 25 ტურის შემდეგ 41 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში 4 მარტს, „ანესის“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116879