ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურში ლონდონის „არსენალი“ სტუმრად „ლესტერ სიტის“ დაუპირისპირდა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
„მეთოფეებს“ „მელიებთან“ იოლი გასეირნება არ ჰქონიათ, მაგრამ მეორე ტაიმის სტარტზე გაბრიელ მარტინელის ერთადერთმა გოლმა ყველაფერი გადაწყვიტა. შედეგად, მიკელ არტეტას გუნდმა მორიგი გამარჯვება იზეიმა.
„არსენალს“ 24 თამაშში 57 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში ლიდერია, მომდევნო ტურში კი 1 მარტს, ლივერპულის „ევერტონს“ უმასპინძლებს.