ფეხბურთი

20:57 | 25.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

მოქმედმა ჩემპიონმა ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო

ეროვნული ლიგის ახალი სეზონი წარმატებულად დაიწყო მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისისთვისაც“, რომელმაც გორში „დილა“ 1:2 დაამარცხა.



მატჩი გორელთა უპირატესობით დაიწყო და მატჩის სადავეებსაც ისინი ფლობდნენ, თუმცა პირველი გოლი „დინამომ“ გაიტანა. თავი მატჩის 35-ე წუთზე უსმან კამარამ გამოიჩინა.

„დილამ“ გაშვებული გოლის შემდეგ ზეწოლა განაგრძო და 5 წუთში გეილმა მოახერხა კიდეც ანგარიშის გათანაბრება, თუმცა იმ მომენტში „დინამოს“ მეკარის, ლუკა კუტალაძის დადანაშაულებაც შეიძლება.

მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, დავით სხირტლაძემ თბილისელთა სხვაობა გაზარდა, 1 წუთში კი „დინამო“ 10 კაცით დარჩა - ჯიმი ტაბიძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს.

მეტობაში „დილა“ დაახლოებით ნახევარი საათი იყო, რადგან წითელი ბარათი მე-80 წუთზე პოტენციური გოლის ჩაშლისთვის წითელი ბარათით ზურაბ თევზაძეც დაისაჯა - საბოლოოდ, მატჩი „დინამოს“ გამარჯვებით - 1:2 დასრულდა.

დღესვე, ეროვნული ლიგის ახალი სეზონის გახსნით მატჩში „სამტრედიამ“ „თელავი“ მინიმალური სხვაობით დაამარცხა. დარჩენილი მატჩები უკვე ხვალ გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.141322