„ნიუკასლის“ ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, ბრუნო გიმარაეშმა ახსნა ის, თუ რატომ აცვია „კაჭკაჭების“ შემადგენლობაში 39-ნომრიანი მაისური.
„ვიცი, რომ 39-ნომრიანი მაისური ფეხბურთელისთვის ცოტა მიუღებელია, თუმცა ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანზე მეტია. ეს მაგიური რიცხვია. რიცხვმა 39-მა მომცა ყველაფერი ცხოვრებაში. „ნიუკასლშიც“ ამის დამსახურებით მოვხვდი.“
„საქმე ის არის, რომ რიო დე ჟანეიროში მამაჩემის ტაქსის ნომერი #039 იყო. სწორედ მისი დამსახურებით ვჭამდი, მეცვა და 3-საათიან გზას გავდიოდი ავტობუსით, რათა ოცნება ამეხდინა“ - განაცხადა გიმარაეშმა.
ბრაზილიელი ფეხბურთელი „ნიუკასლს“ 2022 წლის იანვარში 40 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა. ამ პერიოდში მან „კაჭკაჭების“ შემადგენლობაში 71 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.