ლონდონის „არსენალმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ პრემიერლიგის 25-ე ტურის მატჩში, „ლესტერის“ წინააღმდეგ, გუნდს უკრაინელი ოლექსანდრ ზინჩენკო კაპიტნობს.
„მეთოფეთა“ მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, უკრაინაში მიმდინარე ომის დაწყებიდან 1 წლისთავზე, მათი პატივისცემის ნიშნად, გუნდის კაპიტანი სწორედ ზინჩენკო იქნება.
უკრაინელ ფეხბურთელს „არსენალის“ რიგებში 20 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ის „მეთოფეებმა“ გასულ ზაფხულს, „მანჩესტერ სიტიდან“ დაიმატეს.
ზინჩენკოს ეროვნული გუნდის მაისურით 52 მატჩი აქვს ჩატარებული. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 1 წელი შესრულდა, ზინჩენკო კი ერთ-ერთი იყო, ვინც ეს ამბავი ძალიან მძიმედ გადაიტანა.