ფეხბურთი

18:15 | 25.02.2023 | ნანახია 847 - ჯერ

ტიბო კურტუა: “ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვთამაშობ“

ესპანეთის ლა ლიგაში მადრიდის „ატლეტიკოსთან“ დაპირისპირების წინ, ტიბო კურტუამ ესპანურ მედიასთან მომავალ მეტოქეზე და მათ მეკარეზე ისაუბრა:



„ატლეტიკოში“ 3 შესანიშნავი წელი გავატარე, თუმცა მე კარიერაში ყოველთვის საუკეთესო მინდოდა და ამჯერადაც, მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვთამაშობ“

„ობლაკი შესანიშნავი მეკარეა. ის გუნდს თავისი რეფლექსებით ყველაზე კარგად კარის ხაზზე ეხმარება. ის ამ ასპექტში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა“ - განაცხადა „რეალის“ ბელგიელმა კიპერმა, რომლის ფასიც სწორედ „ატლეტიკოში“ თამაშის დროს საგრძნობლად გაიზარდა.

„რეალ მადრიდისა“ და „ატლეტიკოს“ დაპირისპირება ლა ლიგის ეგიდით 25 თებერვალს, 21 საათსა და 30 წუთზე, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:15 | 18.10.2021
Kobe Bean (21683)

მესი მაგარი კაცია,მისული არაა პარიზში და უკვე საძმოს იწვევს იქაც)))ისე ბარსას გამოადგება ეს გაცვლა,იკარდი აგუეროს ჯობია დღეს,ბოლო-ბოლო ასაკის გამო და მესიც ბედნიერი იქნება ჯერ იმით რომ აგუეროს წაიყვანს და მეორე იმით რომ იკარდის მოიშორებს რომელიც არ ევასება

0.058625
847