ფეხბურთი

17:04 | 25.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგის ახალი სეზონი „სამტრედიის“ გამარჯვებით დაიწყო

დღეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2023 წლის წეზონი „სამტრედიისა“ და „თელავის“ დაპირისპირებით გაიხსნა, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.



ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრის ერთადერთი გოლი 65-ე წუთზე ზვიად ნაჭყებიამ გაიტანა. მან ჩამბას გაკეთებული გადაცემა მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს მარცხენა ფლანგზე მიიღო, ცენტრში შესანიშნავი დრიბლინგით შეიწია და მეკარისაგან მარჯვენა დაბალ კუთხეში ზუსტად გაგზავნა ბურთი.

ამ გოლით, მიმდინარე სეზონში ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა სამტრედიელებმა პირველი 3 ქულა მოიპოვეს.

ეროვნული ლიგა დღეს, გორის „დილასა“ და „დინამო თბილისის“ მატჩით განახლდება. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

0.124717