ფეხბურთი

16:00 | 25.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა სომხეთი მეორე ამხანაგურ მატჩშიც დაამარცხა

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა, ერევანში, სომხეთის ასაკობრივ ნაკრებთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. სალომე ხუბულურის გუნდმა მეტოქე კვლავ დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა.



ამჯერად ჩვენს ნაკრებს პირველ ტაიმში გოლი არ გაუტანია, თუმცა მეორე ტაიმის 49-ე წუთზე ანგარიში ლიზი კანკიამ გახსნა. მანვე 1 წუთში ნინო ბუხრიკიძის გადაცემით ისარგებლა და სხვაობა ორბურთიანი გახადა.

61-ე წუთზე საქართველოს ნაკრების უპირატესობა სამბურთიანი თინათინ ამბალიამ გახადა, მატჩს კი წერტილი 86-ე წუთზე ნინო ბუხრიკიძემ დაუსვა.

ამ გუნდებს შორის პირველი ამხანაგური შეხვედრა 2 დღის წინ გაიმართა და ისიც ქართველი გოგონების გამარჯვებით, 5:0 დასრულდა.

სომხეთის 17-წლამდე ნაკრებთან ამხანაგური მატჩები ჩვენი გუნდისთვის გაზაფხულზე გასამართი ოფიციალური შეხვედრებისთვის მოსამზადებელი ეტაპია. 12 და 15 მარტს, საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბ ლიგის ფარგლებში ისრაელს და შოტლანდიას დაუპირისპირდება.

0.118519