ქართველმა შემტევმა, ბექა მიქელთაძემ ავსტრალიის A-LEAGUE-ში „ვესტერნ იუნაიტედის“ წინააღმდეგ თავი გამოიჩინა და რიგით მე-5 გოლი გაიტანა.
ავსტრალიის ჩემპიონატის მე-18 ტურში ბექა მიქელთაძისა და ბექა დარცმელიას „ნიუკასლ ჯეტსი“ საკუთარ მოედანზე „ვესტერნ იუნაიტედს“ დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.
ანგარიში 29-ე წუთისთვის უკვე 0:2 იყო, როდესაც „ჯეტსის“ სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა და ის გოლად ბექა მიქელთაძემ აქცია.
„ვესტერნ იუნაიტედმა“ მეორე ტაიმშიც განაგრძო კარგი თამაში, 72-ე წუთზე მესამე გოლიც გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 1:3.
ეს გოლი ბექა მიქელთაძისთვის A-LEAGUE-ში მე-5 იყო. მას ასევე 2 საგოლე გადაცემაც აქვს შესრულებული. რაც შეეხება ბექა დარცმელიას, მან მატჩი სათადარიგო სკამიდან დაიწყო და მოედანზე 71-ე წუთზე გამოჩნდა, 81-ე წუთზე კი ყვითელი ბარათიც მიიღო.
ქართველი ფეხბურთელების გუნდს დღევანდელი წაგების შემდგომ 24 ქულა აქვს და ცხრილის მე-7 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო მატჩს „ნიუკასლ ჯეტსი“ 4 მარტს, „ველინტონ ფენიქსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.