ფეხბურთი

11:05 | 25.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

პოტერი: "ჩემი ოჯახისთვის ეს სიტუაცია რთულია, ჩემი მენტალური მდგომარეობაც შეირყა"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა გრემ პოტერმა „ტოტენჰემთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი მენტალური ჯანმრთელობა შეირყა, გარდა ამისა, მის ოჯახსაც ამ სიტუაციასთან შეგუება უჭირს.

„კრიტიკა უნდა მივიღოთ, სწორია, რომ ახლა მაკრიტიკებენ. ატმოსფერო ყოველთვის დადებითი და პატივსაცემი იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ სიტუაციის გადატანა ადვილია. ჩემი ოჯახი, ჩემი მენტალური მდგომარეობა იტანჯება. ველაპარაკე ხელმძღვანელობას, მხარდაჭერა მათგან ყოველთვის იყო. ისინი იმედგაცრუებულები არიან, რადგან შედეგები ცუდია და უკეთ უნდა ვიმოქმედოთ. გულშემატკივრებიც შეშფოთებული არიან, ისინი ბრაზობენ და ეს უნდა მივიღოთ. სხვა არაფერია, რისი თქმაც შემიძლია, ერთადერთი გამოსავალი მატჩების მოგებაა“, - განაცხადა პოტერმა.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსი“ ცუდ ფორმაშია და პრემეირლიგაში 23 მატჩში მოპოვებული 31 ქულით მხოლოდ მეათე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური დუელი კი „დორტმუნდთან“ სტუმრად 0:1 წააგო. „არისტოკრატები“ „ტოტენჰემს“ 26 თებერვალს დაუპირისპირდებიან.

0.120267