ფეხბურთი

10:27 | 25.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

კასანო: "ნაპოლის" ერთადერთი შეუცვლელი და აუცილებელი ფეხბურთელი ჰყავს"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. ის გამოირჩევა ლუჩანო სპალეტის გუნდის და განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელიას ქებით, თუმცა, ფიქრობს, რომ „ნაპოლიში“ ერთადერთი შეუცვლელი მოთამაშე სტანისლავ ლობოტკაა.

„დღეს „ნაპოლი“ ევროპის ყველაზე ლამაზი და ეფექტური გუნდია. ისინი აბსოლუტურად ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ. წავიდნენ ფრანკფურტში გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც გასულ სეზონში ევროპა ლიგა მოიგო, პირველი 15 წუთი გაუჭირდათ, მაგრამ შემდეგ გერმანელები სპალეტის გუნდმა თავის ნახევარზე მოათავსეს და 6 გოლის გატანა შეეძლოთ.

ამ თამაშში ლობოტკა სტრატოსფერული იყო, კვარაცხელია და ოსიმენი გაზეთების პირველ გვერდებზე ხვდებიან, მაგრამ სლოვაკი ამ „ნაპოლისთვის“ ერთადერთი აუცილებელი მოთამაშეა“, - თქვა კასანომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112526