„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ კლუბს მომდევნო ზაფხულს სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა სჭირდება. თუმცა, გერმანელმა ისიც აღნიშნა, რომ მანამდე უნდა გაიგოს, რამდენ მოთამაშეს სურს „ლივერპულის“ დატოვება.
„ზაფხულში ბევრი ტრანსფერი უნდა განვახორციელოთ, ეს გასაგებია. ახალი გუნდის გუნდის შენება იყო მიზეზი, რის გამოც კონტრაქტი გავახანგრძლივე. თუმცა, გასული ზაფხული ცვლილებებისთვის შესაფერისი არ იყო. თუმცა, ჯერ უნდა გავიგოთ ვის სურს წასვლა, მანამდე ვერ გავაკეთებთ ტრანსფერებს, რადგან თუ გავიგებთ, რომ წასვლა არავის სურს, ახალ ტრანსფერებსაც ვერ გავაკეთებთ“, - თქვა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულს“ არც თუ ისე წარმატებული სეზონი აქვს, პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში შუაში იმყოფება, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „რეალთან“ პირველი მატჩი 2:5 წააგო.