ფრანკფურტის „აინტრახტისა“ და იაპონიის ნაკრების ფეხბურთელი დაიჩი კამადა დიდი ალბათობით კარიერას „დორტმუნდში“ გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და იაპონელი თანახმაა „სიგნალ იდუნა პარკზე“ გადავიდეს. აზიელის ხელფასი „დორტმუნდში“ სეზონში 5-6 მილიონი ევრო იქნება.
26 წლის ფეხბურთელი „აინტრახტში“ 2017 წლიდან თამაშობს და 162 მატჩში 37 გოლის გატანა მოახერხა. მას ასევე უთამაშია „საგან ტოსუსა“ და „სენ-ტრუიდენში“. იაპონიის ნაკრებში კი 26 თამაშში 6 გოლი აქვს გატანილი.