ფეხბურთი

21:42 | 24.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე დი მარია და მისი გოლი გამოარჩიეს

ევროპა ლიგის პლეი-ოფის ეტაპის კვირის საუკეთესო მოთამაშედ „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ანხელ დი მარია დასახელდა.

ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან არგენტინელმა ფეხბურთელმა „ნანტის“ წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა, ჰეთ-თრიქი შეასრულა და თავის გუნდს 3:0 მოაგებინა. ანხელმა ფლორიან ვირტცს, ანატოლი ტრუბინსა და იოსიპ ირანოვიჩს აჯობა.

გარდა ამისა, კვირის საუკეთესო გოლის ავტორიც დი მარია გახდა. მან ფრანგული გუნდის კარში ერთი, ძალიან ეფექტურო გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „ნანტი“ ორი მატჩის ჯამში 4:1 დაამარცხა, მერვედფინალში კი „ფრაიბურგს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113882