ფეხბურთი

21:04 | 24.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "გვინდა ჩვენი ხალხი გავახაროთ, ამიტომ მინიმალური შეცდომის დაშვებაც არ შეიძლება"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „ემპოლისთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, მინიმალური შეცდომის დაშვებაც არ შეიძლება, რადგან სურთ, რომ „ნაპოლის“ გულშემატკივრები გაახარონ.

„რთული მატჩი იქნება, რადგან „ემპოლი“ კომპაქტური გუნდია, ძალიან კარგად იციან მოედანზე ერთად მოქმედება და ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, როგორებიც არიან ვიკარიო, პარიზი, ბალდანცი. ძალიან მადლობელი ვარ „ემპოლის“, რადგან იქ გავიზარდე, როგორც მწვრთნელი და ფეხბურთელის კარიერაც იქ დავასრულე. ამ ქალაქში 7 წელი ვიცხოვრე და ძალიან დამეხმარა შემდგომ გამოცდილებაში.

არ ვარ ცრუმორწმუნე, უბრალოდ სამუშაოზე ვარ ორიენტირებული. იმ ვალდებულებაზე უნდა მივხედოთ, რაც ჩვენს წინაშეა, რადგან ეს ჩვენი მოვალეობაა. სადღესასწაულო არაფერი გვაქვს, სერიოზულად ვმუშაობთ. შარშან სწორედ „ემპოლიმ“ გააფუჭა მთელი წლის ჩვენი ნამუშევარი, რად დამანგრეველი გრძნობა იყო, ამ გაკვეთილისგან უნდა ვისწავლოთ და გვესმოდეს, რომ რთული მატჩი გველოდება. მინიმალური შეცდომაც არ უნდა დავუშვათ, რადგან ძალიან გვინდა გავახაროთ ხალხი, რომლებისგანაც კლუბის მიმართ უსაზღვრო სიყვარულს ვგრძნობთ. არ დაუშვებთ, რომ ეიფორია ვარაუდებში გადაიზარდოს“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ „ემპოლისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 25 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

0.113448