„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალესანდრო რენიკამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ „აინტრახტთან“ ვერგატანილი პენალტის მიუხედავად, „აძურის“ პენალტისტი ისევ ქართველი უნდა იყოს.
„პენალტებში დიეგო შემდეგ გუნდში მეორე ვიყავი და რამდენჯერმე დარტყმა მეც მომიწია. ჩემი აზრით, კვარაცხელია „ნაპოლიში“ ამ კომპონენტში საუკეთესოა და პენალტისტად დავტოვებდი. ახალგაზრდაა, საჭირო ნერვები აქვს. შეიძლება შეცდომა დაუშვა, ეს ხდება. არ ვიცით, პენალტის მომენტში ის უფრო შეცდა თუ მეკარემ ითამაშა ძალიან კარგად. დი ლორენცოზე მისი პასის გამო უკვე იმსახურებდა 7 ქულით შეფასებას“, - თქვა რენიკამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ოფიციალურ მატჩებში 3 პენალტი დაარტყა და 2-ჯერ ზუსტად, გარდა ამისა, ორი პენალტი ამხანაგურ შეხვედრებში გაიტანა.