ფეხბურთი

17:54 | 24.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ემპოლის" მწვრთნელი: "კვარაცხელია და ოსიმენი ნებისმიერს შეაშინებენ, მაგრამ "ნაპოლი" ძლიერი გუნდურადაა"

„ემპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა პაოლო ძანეტიმ „ნაპოლისთან“ მატჩის წინ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ეს ტანდემი ნებისმიერი მეტოქისთვის შიშის მომგვრელია, მაგრამ „ნაპოლი“ მთლიანობაშია დიდებული გუნდი.

"ნაპოლი“ შესანიშნავი გუნდია, მარტო ერთი ფეხბურთელის შეფასება არ შეიძლება. მაშინაც კი, თუ მათ ჰყავთ ცენტრფორვარდი (ოსიმენი - რედ), რომელსაც თითქმის იმავე გოლების სტატისტიკა აქვს, როგორც ჩვენ მთელ გუნდს.

ის და კვარა ნებისმიერს შეაშინებენ, მაგრამ "ნაპოლის“ თამაში გამორჩეულია ყველა ფაზაში. წარმოუდგენელი მენტალიტეტი აქვთ, ხანდახან ოსიმენიც კი ბრუნდება დაცვის დასახმარებლად. დიდ გუნდებში ამის დანახვა ძნელია, მაგრამ დღეს ისინი ყველა ფაზაში ძლიერები არიან, შესანიშნავი დაცვა და ასევე შეტევა ჰყავთ. ეს გუნდი იმსახურებს დიდ შედეგებს ჩემპიონთა ლიგაზე, ისევე როგორც სერია A-ში. ჩვენთვის პატივი და სტიმულია მათთან შეხვედრა“, - თქვა ძანეტიმ.

შეგახსენებთ, რომ „ემპოლისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 25 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.122211