ფეხბურთი

16:25 | 24.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგის მერვედფინალში გუნდები დაწყვილდნენ

უეფას შტაბ-ბინაში კონფერენს ლიგის მიმდინარე სეზონის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რის შედეგადაც 16 გუნდი დაწყვილდა.

გუნდები წილისყრამდე განთესილ (8 გუნდი) და განუთესავ (8 გუნდი) კალათებში განაწილდნენ. პირველი მატჩი განუთესავი გუნდების მოედანზე გაიმართება (გუნდები, რომლებიც მერვედფინალში პლეი-ოფიდან გავიდნენ), ხოლო საპასუხო განთესილი გუნდების მოედანზე (გუნდები, რომლებმაც ჯგუფებში პირველი ადგილი დაიკავეს და მერვედფინალში ავტომატურად გავიდნენ).

კონფერენს ლიგის მერვედფინალში ნიკა კვეკვესკირის და გიორგი წიტაიშვილის "ლეხი" და გიორგი ჩაკვეტაძის, გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას "სლოვანი" ითამაშებს.

შედეგად, წილისყრის შედეგები ასეთია:

აეკ (კვიპროსი) – „ვესტ ჰემი“ (ინგლისი)

„ფიორენტინა“ (იტალია) – „სივასპორი“ (თურქეთი)

„ლაციო“ (იტალია) – „ალკმაარი“ (ნიდერლანდები)

„ლეხი“ (პოლონეთი) – „დიურგარდენი“ (შვედეთი)

„ბაზელი“ (შვეიცარია) – „სლოვანი“ (სლოვაკეთი)

„შერიფი“ (მოლდოვა) – „ნიცა“ (საფრანგეთი)

„ანდერლეხტი“ (ბელგია) – „ვილიარეალი“ (ესპანეთი)

„გენტი“ (ბელგია) – „ბაშაკშეჰირი“ (თურქეთი)

აქვე გეტყვით, რომ ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მატჩები 9 და 16 მარტს გაიმართება.

0.12091