ფეხბურთი

15:21 | 24.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის მერვედფინალში გუნდები დაწყვილდნენ

უეფას შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რის შედეგადაც 16 გუნდი დაწყვილდა.

გუნდები წილისყრამდე განთესილ (8 გუნდი) და განუთესავ (8 გუნდი) კალათებში განაწილდნენ. პირველი მატჩი განუთესავი გუნდების მოედანზე გაიმართება (გუნდები, რომლებიც მერვედფინალში პლეი-ოფიდან გავიდნენ), ხოლო საპასუხო განთესილი გუნდების მოედანზე (გუნდები, რომლებმაც ჯგუფებში პირველი ადგილი დაიკავეს და მერვედფინალში ავტომატურად გავიდნენ).

შედეგად, წილისყრის შედეგები ასეთია:

„უნიონ ბერლინი“ (გერმანია) – „უნიონ სან-ჟილუა“ (ბელგია)

„სევილია“ (ესპანეთი) – „ფენერბაჰჩე“ (თურქეთი)

„იუვენტუსი“ (იტალია) – „ფრაიბურგი“ (გერმანია)

„ლევერკუზენი“ (გერმანია) – „ფერენცვაროში“ (უნგრეთი)

„სპორტინგი“ (პორტუგალია) – „არსენალი“ (ინგლისი)

„მანჩესტერ იუნაიტედი“ (ინგლისი) – „ბეტისი“ (ესპანეთი)

„რომა“ (იტალია) – „სოსიედადი“ (ესპანეთი)

„შახტარი“ (უკრაინა) – „ფეიენოორდი“ (ნიდერლანდები)

აქვე გეტყვით, რომ ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მატჩები 9 და 16 მარტს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116746