ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა რანოკია ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელიაზე უფრო ტექნიკური ფეხბურთელია.
ცხადია, „ინტერის“ ყოფილმა მცველმა იხუმრა. მას სოციალურ ქსელში ლაივ-ვიდეო ჰქონდა, სადაც ჰკითხეს, ცოტათი კვარაცხელიას ხომ ჰგავს (ფიზიკურად), რაზეც ანდრეამ სიცილით უპასუხა: „მე უფრო ტექნიკური ვარ“.
შეგახსენებთ, რომ ანდრეა რანოკია „ბარის“, „ჯენოას“, „ინტერის“, „სამპდორიას“ და „ჰალის“ რიგებში თამაშობდა, ბოლოს კი „მონცაში“ იყო, მაგრამ მძიმე ტრავმის გამო კარიერის დასრულება გასული წლის ბოლოს მოუწია.