ფეხბურთი

2:36 | 24.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგაზე მერვედფინალისტები გაირკვა

კონფერენს ლიგაზე ყველა მერვედფინალისტი გავიდა. პლეი-ოფი გადალახა ნიკა კვეკვესკირის და გიორგი წიტაიშვილის „ლეხმა“, რომელმაც „ბოდო გლიმტს“ 1:0 აჯობა (ორი მატჩის ჯამშიც).

კვეკვესკირი მოედანზე 90-ე წუთზე გამოჩნდა, წიტაიშვილი თადარიგში დარჩა. კონფერენს ლიგას გამოეთიშა „ყარაბაღი“, რომელსაც „გენტთან“ 1:0 ჰქონდა მოგებული, სტუმრად ამავე ანგარიშით წააგო, პენალტებში კი ბელგიელებმა 5:3 იმარჯვეს. ლუკა გუგეშაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ ქართველმა მეკარემ პენალტის მოგერიება ვერ შეძლო.

კონფერენს ლიგის მერვედფინალშია ბრატისლავის „სლოვანიც“, სადაც გიორგი ჩაკვეტაძე, გურამ კაშია და ჯაბა კანკავა თამაშობენ. სლოვაკებმა ეს საგზური ნოემბერში ჯგუფში პირველობით მოიპოვეს.

წილისყრის წინ 8 გუნდი განთესილია, 8 განუთესავი და ისინი დაწყვილდებიან.

განთესილი გუნდები

„ალკმაარი“ (ნიდერლანდები), „დიურგარდენი“ (შვედეთი), „ბაშაკშეჰირი“ (თურქეთი), „ნიცა“ (საფრანგეთი), „სივასპორი“ (თურქეთი), „სლოვანი“ (სლოვაკეთი), „ვილიარეალი“ (ესპანეთი), „ვესტ ჰამი“ (ინგლისი)

განუთესავი გუნდები

აეკ (კვიპროსი), „ანდერლეხტი“ (ბელგია), „ბაზელი“ (შვეიცარია), „ფიორენტინა“ (იტალია), „გენტი“ (ბელგია), „ლაციო“ (იტალია), „ლეხი“ (პოლონეთი), „შერიფი“ (მოლდოვა)

კონფერენს ლიგის წილისყრა 24 თებერვალს, თბილისის დროით 16:00 საათზე გაიმართება, მატჩები კი 9-16 მარტს.

0.141243