კალათბურთი

1:41 | 24.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი: "დიდებული შანსი გვაქვს, რომელსაც დიდი ხანი ველოდით"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა ნიდერლანდებთან მატჩის (88:80) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ და ბედნიერები ვართ. ძალიან მძიმე თამაში იყო პირველიდან ბოლო წამამდე. ჩემი თამაში? მე ყოველთვის ვცდილობ, რომ გუნდს დავეხმარო, ამაში განსაკუთრებული არაფერია. დიახ, ჩვენთვის პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება, ამ შანსს დიდი ხანი ველოდით, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, რადგან ეს ყველაფერს ნიშნავს. დიდებული შანსი გვაქვს და ისლანდიის ნაკრები უნდა დავამარცხოთ. მსოფლიოს ჩემპიონატი რაღაც განსაკუთრებული მოვლენაა, მთელი ქვეყანა ამას ელოდება“, - თქვა შერმადინმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩს 26 თებერვალს, ისლანდიის ნაკრებთან ჩაატარებს.

დღესვე, ჩვენს ჯგუფში საქართველოს ნაკრების ორივე კონკურენტი დამარცხდა: ისლანდიამ შინ ესპანეთთან 61:80 წააგო, ხოლო უკრაინა გასვლაზე იტალიასთან ვერაფერს გახდა (75:85). ამრიგად, ბოლო ტურში საქართველოს ნაკრების ერთადერთი კონკურენტი ისლანდიაა, რომელთანაც თბილისში 3 ქულით წაგების უფლებაც აქვს და საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავა!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1148