ავტოსპორტი

0:46 | 24.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბაჰრეინის ტესტებზე საუკეთესო დრო ფერსტაპენს აქვს

„რედ ბულის“ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, ჰოლანდიელმა მაქს ფერსტაპენმა, სეზონისწინა ტესტები საუკეთესო დროით დაიწყო. მასზე უარესი დრო „ასტონ მარტინის“ ფერნანდო ალონსოს ჰქონდა. თუმცა ეს არ იყო დღე, როცა გუნდებს წრის გავლის დრო აინტერესებდათ. ისინი მეტწილად აეროდინამიკის დახვეწაზე იყვნენ ფოკუსირებული.

ფერსტაპენს ორივე სესიაზე საუკეთესო დრო ჰქონდა. პირველზე მეორე უსწრაფესი იყო კარლოს საინსი. მესამე დრო კი „უილიამსის“ ალექს ალბონს ჰქონდა, რომელმაც დილას ტესტებში მონაწილეთა შორის, ყველაზე მეტი, 74 წრე გაიარა.

საბოლოოდ, ალონსო ფერსტაპენს მხოლოდ 0.029 წამით ჩამორჩა. მან ჯამში 157 წრე დაფარა. ის ერთადრთი იყო, ვინც ორივე სესიაზე მიიღო მონაწილეობა. როგორც „რედ ბულის“ შეფმა კრისტიან ჰორნერმა განაცხადა, მისი გუნდისთვის ტესტების პირველი დღე, ახალი სარბოლო ავტომობილის შესწავლის დღე იყო.

ტესტებით კმაყოფილები არიან „მერსედესი“ და „ფერარი“. გერმანული გუნდის შეფი ტოტო ვოლფი ამბობს, რომ ეს ძალიან პროფუქტიული დღე იყო და რადიკალურად განსხვავდებოდა შარშანდლი ტესტების პირველი დღისგან, როდსაც აღმოჩნდა, რომ მანქანას ხტუნვის (პორპოსინგის) პრობლემა ჰქონდა. სწორედ ამ პრობლემას ებრძოდნენ სამქიმიანები მთელი სეზონის განმავლობაში.

„მერსედესის“ მანქანას დილის სესიაზე ჯორჯ რასელი მართავდა, შემდეგ კი ის ლუის ჰამილტონმა შეცვალა. ვოლფი ამბობს, რომ რასელი მანქანით კმაყოფილი დარჩა. „როგორც ჩანს, მანქანა კარგადაა დაბალანსებული“, - განაცხადა ავსტრიელმა. ჰამილტონს მეექვსე დრო ჰქონდა. მან სულ 83 წრის გავლა მოახერხა.

„ფერარის“ ახალმა შეფმა ფრედ ვასერმაც განაცხადა, რომ მისი პილოტებიც ტესტებით კმაყოფილნი არიან. მათაც ბევრი კილომეტრის გავლა შეძლეს და პრობლემა არ შექმნიათ. საინსს ორივე სესიის ჯამში, მესამე საუკეთესო დრო ჰქონდა. შარლ ლეკლერი მეოთხე იყო, მეხუთე დრო კი „მაკლარენის“ ლანდო ნორისმა დააფიქსირა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101442