ფეხბურთი

21:31 | 23.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" სპალეტისთან კონტრაქტის განახლების ვარიანტს გამოიყენებს

„ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, მაგრამ იტალიელ სპეციალისტთან განშორებას „აძურის“ ხელმძღვანელობა არ აპირებს.

იტალიური მედიის ცნობით, ისინი გამოიყენებენ კონტრაქტის პუნქტს, რომლის თანახმად, სპალეტის „ნაპოლიში“ მუშაობა 2024 წლის ზაფხულამდე შეეძლო. ასე რომ, დიდი შანსია, ხელშეკრულება ერთი წლით ავტომატურად განახლდეს.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლი“ 2021 წელს ჩაიბარა. მიმდინარე სეზონში გუნდი მისი ხელმძღვანელობით შესანიშნავად თამაშობს და 33-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა.

0.113627