ფეხბურთი

17:24 | 23.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "არარეალისტური მოლოდინია, რომ ყველა თამაშს 5:0-ს მოვიგებთ"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა „ლაიფციგთან“ (1:1) მატჩზე. ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ შეუძლებელია ყველა თამაშის დიდი ანგარიშით მოგება.

„ხალხი ელოდება, რომ აქ ჩამოვალთ და 5:0-ს მოვიგებთ? ეს არ არის რეალური. ესაა ტურნირი, სადაც ჯგუფური ეტაპის შემდეგ ბევრი ძლიერი გუნდი რჩება, თამაში არც ისე ადვილია. ვწუხვარ, მაგრამ არ შეგვიძლია ყველა თამაში 4:0 და 5:0 მოვიგოთ“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტისა“ და „ლაიფციგის“ საპასუხო მატჩი 14 მარტს, ინგლისში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119293