თამაშგარე

16:16 | 23.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

პიკე შაკირას მკერდის გაზრდას აძალებდა?

ოდეს სექსი დასრულდეს, გულიც გაცივდეს. რა გული გაცივდეს, ბრაზმა იმძლავროს. ბრაზი გაჩნდეს და გულაცრუება დაიწყო. ეს მთელი სიტყვის კონა კოლუმბიელ მომღერალ შაკირაზე დავწერეთ, რომელიც როგორც ჩანს ვერა და ვერ შეეგუა ხერარდ პიკესთან განშორებას და კვირა ისე არ გავა, რაიმე სკანდალური და ბოღმანარევი „ტალახი“ რომ არ მოზილოს.

შაკირა ჯერ იმას იძახდა, „ბარსელონას“ ყოფილი მცველი დიდი ჩანჩურა ვინმე იყო და როგორც მინდოდა ჩემს ჭკუაზე ფუჩინასავით დავატარებდიო. ახლა კი ხერარდს ვნებააღვსილ მუტრუკად აცხადებს და ამბობს, რომ ერთი ხანობა ქმარი მკერდის უზომოდ გაზრდას აიძულებდა და რის ვაივაგლახით მოახერხა მისი დაშოშმინება.

მომღერალი არ განმარტავს ყოფილი ქმრის დაშოშმინების გზებსა და ხერხებს, თუმცა ამაზე საინტერესო ისაა, მის „ძუძუმთობაზე“ მართლა ოცნებობდა თუ არა ხერარდი. ისე, ჩვენს უცნაურ და გიჟურ დროში, სადაც ჭეშმარიტი „ძუძუმთები“ თავს პოლიტოლოგებად აცხადებენ, რა გასაკვირია, რომ ხერარდ პიკეს დიდ ძუძუებს შორის თავ-პირის გახვანხვალება მოსდომებოდა?!...

0.114742