ფეხბურთი

14:51 | 23.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდი: „ვისურვებდი მბაპეს ნორვეგიის ნაკრებში ეთამაშა, მაგრამ...“

„მანჩესტერ სიტისა“ და ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა, პსჟ-სა და საფრანგეთის ეროვნული გუნდის შემტევის, კილიან მბაპეს შესახებ გაუზიარა აზრი ჟურნალისტებს.

„ბევრი კარგი მოთამაშე მინახავს, მაგრამ კილიანის მსგავსი იშვიათად. ის ძალიან ძლიერია. ფრანგებს გაუმართლათ, რომ ნაკრებში ასეთი ფეხბურთელი ჰყავთ. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, ნორვეგიაში ეთამაშა, მაგრამ ეს შეუძლებელია.

ჩემზე მხოლოდ ორი წლითაა უფროსი. ხანდახან უნდა შეახსენო საკუთარ თავს, რომ მას შეუძლია კიდევ ათი წელი ითამაშოს უმაღლეს დონეზე. ფენომენალური ფეხბურთელია.“ - განუცხადა ჰოლანდმა Canal+-ს.

მიმდინარე სეზონში ფრანგმა ყველა ტურნირზე პსჟ-ის მაისურით 28 მატჩში 27 ბურთი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.117137