ფეხბურთი

11:24 | 23.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ის ყოფილი ფეხბურთელი: „უნდა იცოდეთ, მესი ყველა მატჩს ვეღარ ითამაშებს“

პსჟ-ის და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ლუდოვიკ ჟიულიმ, კლუბის დიდვარსკვლავის, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

„უნდა იცოდეთ, მესი ყველა მატჩს ვეღარ ითამაშებს. ზოგჯერ მოუწევს დასვენება ჩემპიონთა ლიგის მატჩების წინ. თავად ამბობს, რომ ჯერ კიდევ სურს არგენტინის ნაკრებში თამაში და ეს შეიძლება პრობლემა გახდეს. გარკვეული ასაკის შემდეგ, ბევრად უარესად მიმდინარეობს აღდგენითი პროცესი. დაღლილობა იმატებს და ცხადია, თამაშის ხარისხი ეცემა.

მესის ბევრს აკრიტიკებდნენ, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატი ლამის მარტომ მოიგო. კარგად მოემზადა. ეს კი „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელებისთვის საკმარისია არგენტინელთან კონტრაქტის გასაგრძელებლად.“ - ციტირებს ჟიულის სიტყვებს Goal.

საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მესიმ 19 მატჩში 11 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.116668