„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, ილკაი გიუნდოგანმა, „ლაიფციგთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის შესახებ ისაუბრა ჟურნალისტებთან. შეხვედრა 1:1 დასრულდა.
„ვიცოდით, რომ შესვენების შემდეგ „ლაიფციგი“ მოუმატებდა. პირველი ტაიმით კმაყოფილი ნამდვილად ვერ იქნებოდნენ. გვესმოდა, ისინი ზეწოლას გააძლიერებდნენ, მაგრამ თავად დავიწყეთ ბურთის დაცვიდან შეტევაზე გადასვლისას დაკარგვა და საპასუხო გოლიც მივიღეთ.
ჩვენ მეტი მომენტი შევქმენით და შესვენებამდეც შეგვეძლო მატჩის ბედი გადაგვეწყვიტა. თამაშით კმაყოფილები ვართ, შდეგით - არა.“ - ციტირებს გიუნდოგანის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.
„მანჩესტერ სიტისა“ და „ლაიფციგის“ საპასუხო მატჩი 14 მარტს, მანჩესტერში, გაიმართება.