ფეხბურთი

23:45 | 22.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტეიდი: "კვარაცხელია ვარჯიშებზე ყველაზე ადრე მოდიოდა, ვარსკვლავივით არ იქცეოდა"

„დინამო ბათუმის“ ფეხბურთელმა ბენჟამინ ტეიდმა So Foot-თან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, კვარაცხელიას თანაგუნდელი, როდესაც იყო, ვარჯიშებზე ხვიჩა ყველაზე ადრე მიდიოდა და ისე არ იქცეოდა, როგორც ვარსკვლავი.

„ვარჯიშებზე ყოველთვის ცდილობდა შეუძლებელი გაეკეთებინა, განსხვავებულ დრიბლინგებს, არ სურდა ერთ მოქმედებაზე დამოკიდებული ყოფილიყო. ძალიან დარწმუნებული იყო თავის თვისებებში, თამაშში, ძალიან თამამი იყო, ყველაზე თამამი, ვისაც ვიცნობ. ვარჯიშზე ყოველთვის დაწყებამდე 1-2 საათით ადრე მოდიოდა და ძალიან ბევრს მუშაობდა. ის ძალიან შრომისმოყვარეა, ისე არ იქცევა, როგორც ვარსკვლავი. მასთან ერთად ძალიან მხიარული დრო გავატარე.

ჩვენს კლუბს ბილეთების გასაყიდად მარკეტინგი არ სჭირდებოდა, რადგან ყველას სურდა სტადიონზე მოსულიყო და მისი თამაში ენახა. სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო, სიგიჟე. „ნაპოლი“ თუ წააგებს, საქართველოში ისე იღებენ, თითქოს ეროვნულმა ნაკრებმა წააგო. კვარაცხელია საქართველოში ისეა, როგორც მესი არგენტინაში, მთელი ქვეყანა მის თამაშებს უყურებს“, - თქვა ტეიდმა.

0.114511