ნეაპოლურმა გამოცემა Tuttonapoli-მ ხვიჩა კვარაცხელიას პატარა წერილი მიუძღვნა, რომელშიც წერია, რომ ის რელიგია და კულტია, ამიტომ, მისი განსჯა არ შეიძლება.
„კვარაცხელიამ პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ ტრაპმა შესანიშნავი დარტყმა მოიგერია. ხდება ხოლმე, რაც იშვიათად ხდება, არის იმ ბალანსის შენარჩუნება, რომელიც ქუსლით დიდებული პასით აჩვენა. თითქოს, ლეონარდომ გაფუჭებული ქაღალდის შემდეგ იმავე საღამოს გადაწყვიტა მონალიზას დახატვა. კვარას განსჯა არ შეიძლება. კვარა რელიგია, სარწმუნოება და კულტია. ხვიჩას მადლობას ვუხდით“, - წერს Tuttonapoli.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 25 მატჩში 12 გოლი გაიტანა, 13 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.