ფეხბურთი

20:21 | 22.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინის" ყოფილი ფეხბურთელი: "კვარაცხელია მას შემდეგაც არ შეიცვალა, რაც წარმატებას მიაღწია"

ყაზანის „რუბინის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ოლივერ აბილდგორმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. დანიელი ქართველის თანაგუნდელი იყო და მას კარგად იცნობს.

როგორც აბილდგორმა აღნიშნა, კვარა მას შემდეგაც არ შეცვლილა, რაც წარმატებას მიაღწია და ისეთივე დარჩა, როგორიც მანამდე იყო.

„შეტევაში მასთან ერთად თამაში ადვილი იყო, მაგრამ დაცვაში მიწევდა მის ნაცვლად უფრო მეტი სამუშაოს შესრულება. მე 6 ნომრის პოზიციაზე ვთამაშობდი და დრიბლინგების დროს მას სჭირდებოდა დამზღვევი, რადგან ბურთს ხშირადაც კარგავდა. ტაქტიკურად დროთა განმავლობაში განვითარდა, ასევე დაცვაში თამაშის კუთხით, მაგრამ ისეთ ფეხბურთელს, როგორიც კვარაა, სჭირდება თავისუფლება, რომ სანახაობრივად ითამაშოს, რისი გამეორებაც სხვებს არ შეუძლიათ.

ფეხბურთელი შეიძლება ქედმაღალი გახდეს, სხვებს ზემოდან ყურება დაიწყოს, მაგრამ ის ყოველთვის ისეთივე თავაზიანი დარჩა, როგორიც ადრე იყო, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. ის არ შეცვლილა მაშინაც, როდესაც გაიზარდა მისი, როგორც ფეხბურთელის მნიშვნელობა“, - თქვა აბილდგორმა.

0.119735