ფეხბურთი

19:09 | 22.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

როგორ გაამხნევეს კვარა ოსიმენმა და სხვებმა: "არ ინერვიულო, მაინც მოვიგებთ"

„ნაპოლის“ ფეხბურთელებმა ხვიჩა კვარაცხელია პენალტის ვერგატანის შემდეგ გაამხნევეს, რაც გუნდში არსებულ დიდებულ ატმოსფეროსა და ერთიან სულისკვეთებაზე კარგად მიანიშნებს.

რადიო RTL 102.5-ის ჟურნალისტმა პაოლო პაკიონიმ ხსენებულ პენალტზე ნეაპოლურ მედიასთან ისაუბრა. როგორც მან თქვა, კვარას მხარდაჭერა მაშინვე გამოუცხადა ვიქტორ ოსიმენმა, რომელმაც უთხრა: „კვარა, არ ინერვიულო, მაინც მოვიგებთ“.

ნიგერიელ ფეხბურთელს მხარი სხვებმაც აუბეს და კვარაცხელია გაამხნევეს. საბოლოოდ, „ნაპოლიმ“ ვიქტორ ოსიმენისა და ჯოვანი დი ლორენცოს გოლებით მართლაც მოიგო.

ხვიჩა კვარაცხელიამ კი საგოლე პასი გააკეთა, თანაც ქუსლით, რის შედეგადაც საფეხბურთო სამყარო კიდევ ერთხელ მოაჯადოვა.

მიმდინარე სეზონში ქართველ ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 25 მატჩში 12 გოლი გაიტანა, 13 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.

0.112401