ფეხბურთი

15:57 | 22.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნგოლო კანტე „ჩელსისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას უახლოვდება

ლონდონის „ჩელსის“ ფრანგ ნახევარმცველს, ნგოლო კანტეს მიმდინარე სეზონის ბოლოს გუნდთან კონტრაქტი უმთავრდება, თუმცა ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ის და „ჩელსი“ ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას მალე მიაღწევენ.



The Telegraph-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ კანტეს მიმართ დაინტერესებას „ბარსელონა“ და „პსჟ“, ასევე საუდის არაბეთის კლუბები გამოთქვამენ, ფრანგი „არისტოკრატებთან“ კონტრაქტს ძალიან მალე გაახანგრძლივებს.

ამჟამად კანტე ტრავმას მკურნალობს, რის გამოც ის „ჩელსის“ ვერ ეხმარება, თუმცა სამშაბათს მან პირველ გუნდთან ერთად მსუბუქად ივარჯიშა, რაც მისი დაბრუნებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ის რა თქმა უნდა, ლონდონურ დერბის „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ გამოტოვებს, თუმცა სრული დატვირთვით ვარჯიშს უკვე ძალიან მალე დაუბრუნდება.

31 წლის ნახევარმცველი „ჩელსის“ ღირსებას 2016 წლიდან იცავს, რა დროშიც 185 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო მან მხოლოდ 2 თამაში ითამაშა.

0.127332