სხვა

11:52 | 22.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა იუნიორმა ტანმოვარჯიშემ ლუქსემბურგში გამართულ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაჩი დოლიძემ ლუქსემბურგში გამართულ სპორტული ტანვარჯიშის საერთაშორისო ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.



ტურნირზე, სადაც 11 ქვეყნის 100-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა, დოლიძემ მედალი იუნიორთა შორის, ტაიჭზე ვარჯიშში დაისაკუთრა.

პირველი ადგილისთვის ბრძოლა მან ლიეტუველ სპორტსმენთან რამდენიმე მეათედით წააგო, მესამე ადგილი კი იტალიელ ტანომავარჯიშეს ერგო.

გოგონათა შორის საქართველოდან ტურნირში მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა ტანმოვარჯიშემ თინათინ ტყემალაძემ. მისთვის ასეთი მაღალი რანგის ტურნირი კარიერაში პირველი იყო.

დღეიდან მსოფლიო თასის ეტაპები სპორტულ ტანვარჯიშში გერმანიასა და კატარში იწყება, სადაც ქართველი სინიორი ტანმოვარჯიშეები მიიღებენ მონაწილეობას.

0.104645