ფეხბურთი

11:22 | 22.02.2023 | ნანახია 739 - ჯერ

ხორხე მესი ჟოან ლაპორტას კიდევ ერთხელ შეხვდა

კატალონიის რადიოს ჟურნალისტის, ტაი კოსტას ინფორმაციით, „ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ლეო მესის მამას მისი შვილის მომავალზე სასაუბროდ კიდევ ერთხელ შეხვდა.



გუშინ გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ლეო მის მეგობრებთან, ბუსკეთსთან და ჟორდი ალბასთან ერთად ბარსელონაში სადილობდა. როგორც ირკვევა, ის კატალონიაში მარტო არ ჩასულა და სანამ ის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, მამამისი „ბარსელონას“ პრეზიდენტს ესაუბრებოდა.

მესის კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ 30 ივნისს მთავრდება და ახალი ხელშეკრულებისთვის მას ხელი ჯერ კიდევ არ მოუწერია. ჯერ-ჯერობით, არც ლაპორტას და არც „ბარსელონას“ მესის კლუბში დაბრუნების შესაძლებლობისთვის კარი არ დაუხურავთ.

კატალონიის რადიოს ინფორმაციით, ლაპორტასა და ხორხეს მესი შეხვედრის დროს საუბარი სწორედ ამ საკითხს, კიდევ ერთხელ ეხებოდა, თუმცა კატალონიელებს ხელფასის საკითხზე მოუწევთ დიდი შრომის გაწევა, რადგან ბარსამ მომავალ ზაფხულს და ლიგის მიერ დაწესებული ეკონომიკური პირობები ზუსტად უნდა განახორციელოს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:21 | 22.02.2023
Kobe Bean (21691)

ეს კაცი დააბრუნონ ბარსაში და მერე თუ უნდათ ლა ლიგიდან გავარდნენ)))მართლა ხალისი დაუბრუნდება ფეხბურთს ლეოს ბარსაში დაბრუნებით.2 წლის წინ რომ მოკლეს ხალხი აი იმ ხალხს გააცოცხლებენ)))

13:54 | 22.02.2023
KoRBeN DaLLaS (24844)

რა აზრი აქვს ? ფერან ტორესს ეგ ვეღარ ამოაგდებს სასტავიდან და სკამზე ჯდომა თუ უნდა, დაბრუნდეს კი ბატონო ))

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121514