ფეხბურთი

10:59 | 22.02.2023 | ნანახია NaN - ჯერ

Mundo Deportivo: “გახსოვთ გუტის მაგიური ქუსლური? კვარაცხელიამ მას სრულყოფილად მიბაძა“

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე „აინტრახტთან“ გამართულ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე გადაცემამ მსოფლიო აღაფრთოვანა. მათ შორის არის ესპანური პრესაც, რომელიც მათ გუტის მიერ შესრულებულ ლეგენდარულ გადაცემას აგონებს.



„ხვიჩა კვარაცხელიაზე გაფუჭებულმა პენალტმა არ იმოქმედა. „ნაპოლის“ ქართველმა შემტევმა თავდაჯერებულობა შეინარჩუნა და მის რეპერტუარს დი ლორენცოზე გაკეთებული ძვირფასი საგოლე პასი შემატა. „კვარადონამ“ კიდევ ერთხელ გააოცა მსოფლიო.“

„ქართველმა საჯარიმოში ოსტატურად მიიღო ანგისას გადაცემა, ნეაპოლის ახალმა ვარსკვლავმა მარცხენა ფეხით დაამუშავა ბურთი და ქუსლით იდეალური საგოლე გადაცემაც გააკეთა. კვარაცხელიამ თავისი ინტელიგენტურობა გამოავლინა და „რეალ მადრიდის“ ფეხბურთელის, გუტის მიერ გაკეთებული საგოლე პასი გააცოცხლა. ქართველს ეს მომენტი კარგად უნდა ჰქონოდა დამახსოვრებული, რადგანაც ნეაპოლელი გენიოსის ერთ-ერთი პირველი კუმირი სწორედ გუტი იყო“ - წერია Mundo Deportivo-ს სტატიაში.

ჯოვანი დი ლორენცომ სწორედ კვარაცხელიას ამ გენიალური საგოლე გადაცემით მოახერხა „აინტრახტის“ წინააღმდეგ მეორე გოლის გატანა, რამაც „ნაპოლის“ განმეორებითი მატჩის წინ კომფორტული უპირატესობა შეუქმნა. ეს ხვიჩა კვარაცხელიასთვის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში რიგით მეოთხე საგოლე პასი იყო, რითაც ის გუნდის ისტორიაში შევიდა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:41 | 10.01.2022
Kobe Bean (21683)

ერთ დროს კლუბი ინახავდა მესის ნეიმარს სუარესს რომელთაც ძალიან დიდი ხელფასი ქონდათ,ხოდა იმათი ხელფასები თუ არ იყო სხვა ფეხბურთელების რეგისტრაციისთვის პრობლემა ეხლა რაღატომაა პრობლემა?გასაგებია მაშინ შემოსავლებიც მეტი ქონდათ და როგორც ვიცი შემოსავლების 70 პროცენტს არ უნდა ცდებოდეს ფეხბურთელთა ხელფასები,ანუ უნდა ჩაჯდე 70 პროცენტიან ლიმიტში.ხოდა ასე როგორ დააზარალა კორონამ ბარსელონა,ანუ ასე როგორ დაუგდო შემოსავლები რომ ამათაც ვეღარ არეგისტრირებენ როცა ამათ ყველას ერთად არ აქვთ იმდენი ხელფასი რაც მსნ-ს და ხავიესტას ქონდათ.ასევე გასათვალისწინებელია ისიც რომ არცერთ სხვა კლუბს იგივე პრობლემა არ აქვს.მოკლედ ბართომეუმ ყველანაირად გააქრო კლუბი.არც ისაა გამორიცხული ლაპორტა რომ სიაფანტობდეს კოუტინიოების და ასეთების მოსაშორებლად რომელთაც დიდი ხელფასი აქვთ და არაფერს აკეთებენ

0.060698