„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ მატჩში „რეალ მადრიდთან“ განცდილი მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა:
„მემგონი ყველაფერი აშკარა იყო დღეს. ხუთივე გოლი ჩვენივე დამსახურებით გაგვიტანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრად უკეთ შეგვეძლო თამაში. მატჩის დასაწყისი, იმ სიტუაციის გასათვალისწინებლად, რომელშიც ვართ, მნიშვნელოვანი ასპექტია იმის დასანახად, რომ პოზიტიურ ნაბიჯებს ვდგამთ. პირველი ტაიმი, მიუხედავად ორი გაშვებული გოლისა, საუკეთესო იყო, რაც ამ სეზონში გვითამაშია.“
„შესვენებაზე პოზიტიურად ვიყავი განწყობილი, თუმცა შემდეგ, მესამე გოლი გავუშვით, რამაც თამაში მთლიანად შეცვალა. იმ მომენტში ჩვენი იმპულსი დავკარგეთ და მას შემდეგ აღარც დაგვიბრუნებია. მეორე ნახევარში ის თამაში იყო, რომელიც „რეალს“ სურდა.“
„ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, თუმცა ჩემი აზრით ის ასე არ ფიქრობს. მეტიც, მეც მგონია, რომ ამ მომენტში ყველაფერი გადაწყვეტილია, თუმცა სამ კვირაში... როგორც წესი ასე ხდება ხოლმე. რაც უფრო უახლოვდები თამაშს, უფრო გეზრდება შანსები უფრო ნაკლებად მოსალოდნელი ხდება ის, თუ რომელი გუნდი მოახერხებს შემდეგ ეტაპზე გასვლას. დღეს ვნახეთ, რომ ისინი კონტრშეტევებზე იყვნენ ძალიან კარგი. ჩვენ სამი გოლი გვექნება გასატანი და ეს პრობლემებს შეგვიქმნის, თუმცა ეს არ მადარდებს, რადგან ჩვენ მადრიდში მოსაგებად ჩავალთ. წინ რამდენიმე დღე გვაქვს, რომ ამ თამაშიდან სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და ჩვენი თამაში გავაუმჯობესოთ.“ - განაცხადა კლოპმა.
„ლივერპულისა“ და „რეალ მადრიდის“ პირველი მატჩი „ენფილდზე“ „სამეფო კლუბის“ გამარჯვებით - 2:5 დასრულდა. ამ გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 15 თებერვალს გაიმართება.