„რეალ მადრიდის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ მატჩში „ლივერპულთან“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა:
„ენფილდზე“ გამარჯვების მოპოვებს მარტივი არასდროსაა და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას ასე თავდაჯერებულად აკეთებ. ამით ძალიან კმაყოფილები ვართ. გუნდმა აჩვენა ის, რომ განვითარებას განაგრძობს და ასევე ისიც, რომ რთული იანვრის შემდეგ, თებერვალში კარგ დონეზეა.“
„თავდაპირველად, საკმაოდ გვიჭირდა, თუმცა მეორე ტაიმში თამაშში გარდატეხა შევიტანეთ. ჩვენ ასეთ სტარტს არ ველოდით, მაგრამ ამ გუნდის შემთხვევაში ეს ხშირად ასეც ხდება ხოლმე. რაც მთავარია სიმშვიდე შევინარჩუნეთ და თამაშში დაბრუნება მოვახერხეთ.“
„პირველ 90 წუთში უპირატესობა მოვიპოვეთ, ამჯერად იგივე მადრიდშიც უნდა შევძლოთ. „ლივერპული“ ძალიან კონკურენტუნარიანი გუნდია და სამწუხაროდ, გადაწყვეტილი ჯერ არაფერია.“
„როდესაც 0:2-ს ვაგებდით, „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ ჩატარებული ნახევარფინალური მატჩი გამახსენდა. ჩვენს თავს ვუთხარით, რომ გაგვიჭირდებოდა, თუმცა სიმშვიდე უნდა შეგვენარჩუნებინა და ჩვენი ემოციები გაგვეკონტროლებინა. ვეტერანები ამაში ყველაზე მეტად გვეხმარებიან. მოდრიჩი ისევ ის არის, ვინც ყოველთვის იყო, საუკეთესო მოდრიჩი, რომელსაც მოედანზე ნახავ: თანმიმდევრული და თავდაჯერებული. რთულ მომენტებში მას შესანიშნავად შეუძლია გამოსავლის პოვნა“ - განაცხადა ანჩელოტიმ.
„ლივერპულისა“ და „რეალ მადრიდის“ პირველი მატჩი „ენფილდზე“ „სამეფო კლუბის“ გამარჯვებით - 2:5 დასრულდა. ამ გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 15 მარტს გაიმართება.